ENG

WYNDHAM RESIDENCE

პროექტის დეტალები

  • თარიღი :

    2023

  • დამკვეთი :

    NEXT GROUP

  • სტატუსი :

    დასრულებული

  • ბიუჯეტი :

    22.5 Million USD

  • გააზიარე :

    Share on Facebook Share on LinkedIn

WYNDHAM RESIDENCE

Wydham Residence ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი დეველოპერული კომპანიის, Next Group-ის ზღვის პირველ ზოლში განთავსებული პრემიალური დონის სასტუმრო კომპლექსია. სრულყოფილი ინფრასტრუქტურის შერწყმა იდეალურ ბუნებასთან ქმნის განსაკუთრებულ საინვესტიციო ფონს, რომელსაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უდგას თავი. ინფრასტრუქტურა მოიცავს კერძო პლიაჟს, საცურაო აუზსა და სხვა პრემიალურ სერვისებს.

პროექტის ბიუჯეტი 22.5 მლნ აშშ დოლარია. სამშენებლო პროცესების სრულ მენეჯმენტს ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. SITA-ის საქმიანობა პროექტში დიზაინ პროცესების მენეჯმენტს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტირების პროცესების მართვას მოიცავს. ჩვენ ვაწარმოებთ ფასთა ინჟინერიასა და ხარჯების კონტროლს, რომლის მიზანიც ხარისხის ცვლილების გარეშე ხარჯ-ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა. ჩვენი მომსახურება მოიცავს ტენდერების მენეჯმენტსა და მშენებლობის მიმდინარეობის ტექნიკურ ზედამხედველობასაც. პროექტი 2024 წლის ივლისის თვეში სრულდება.