პროექტის დეტალები
თარიღი :
2023
დამკვეთი :
NEXT GROUP
სტატუსი :
დასრულებული
ბიუჯეტი :
10.7 Million USD
გააზიარე :
NEXT APARTMENT
Next Apartment ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი დეველოპერული კომპანიის, Next Group-ის პროექტია, რომელსაც მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე დიზაინი და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გამოარჩევს. 20 სართულიანი შენობის ფართობი 27.940 კვ.მ.-ს შეადგენს და სრულად მორგებულია როგორც საცხოვრებელ, ასევე საინვესტიციო მიზნებს. ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია კაფე, ღია აუზი და მეათე სართულზე განთავსებული ტერასა, საიდანაც ზღვის პანორამული ხედები მოჩანს. რაც შეეხება, აპარტამენტების შიდა ინტერიერს, ის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრების დონეს შეესაბამება.
პროექტის ბიუჯეტი 8.7 მლნ აშშ დოლარია. ჩვენი გუნდის საქმიანობა პროექტში დიზაინ პროცესების მენეჯმენტს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტირების პროცესების მართვას მოიცავს. ჩვენ ვაწარმოებთ ფასთა ინჟინერიასა და ხარჯების კონტროლს, რომლის მიზანიც ხარისხის ცვლილების გარეშე ხარჯ-ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა. ჩვენი მომსახურება მოიცავს ტენდერების მენეჯმენტსა და მშენებლობის მიმდინარეობის ტექნიკურ ზედამხედველობასაც. პროექტის დასრულების თარიღი 2023 წლის მაისია.


