პროექტის დეტალები
თარიღი :
2022
დამკვეთი :
NEXT GROUP
სტატუსი :
დასრულებული
ბიუჯეტი :
2.4 Million USD
გააზიარე :
NEXT GREEN
Next Green ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი დეველოპერული კომპანიის, Next Group-ის პროექტია, რომლის მშენებლობაც ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის სავალზე,ზღვისა და მთის ხედებით გარშემორტყმულ ლოკაციაზე მიმდინარეობს. შენობა 12 სართულისა და 143 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტისგან შედგება. ეკოლოგიური უბნის ინფრასტრუქტურა აგებულია იმ პრინციპით, რომ ყოველი დეტალი მაცხოვრებლისა და სტუმრის კომფორტულ დასვენებაზე ზრუნავდეს.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 10.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. SITA გენერალური კონტრაქტორის რანგში პროექტის მართვაში 2021 წლის ივლისიდან ჩაერთო. ჩვენი გუნდის საქმიანობა პროექტში სამშენებლო მენეჯმენტის სრულ მომსახურებას მოიცავს. პროცესის დაწყებიდან დღემდე, მოვახდინეთ ფასადისა და შიდა ინტერიერის დიზაინის მოდიფიკაცია. დამუშავდა ინტერიერის დიზაინის პროექტი, ტექნიკური დოკუმენტაცია და სპეციფიკაციები. პროექტის დასახვეწად, ტენდერის საფუძველზე შევარჩიეთ საინჟინრო ქვე-კონტრაქტორი კომპანია. შემუშავდა მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, ტექნიკის და აქსესუარების შესყიდვების გეგმა, შეირჩა მომწოდებლები და დაიგეგმა ლოგისტიკა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს გაყიდული აპარტამენტების სარემონტო სამუშაოებს, ავეჯითა და ტექნიკით მოწყობას.
შენობის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ეზო კეთილმოწყობილია აუზითა და ბავშვთა გასართობი ზონით. საცხოვრებელ კომპლექსში ამჟამად შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის 2022 წლის მაისის თვეში სრულდება.






